ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერი ძალიან კარგად მიდის” – კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს.

დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.”

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. დღეს ბევრი და გულმოდგინედ ვიმუშავეთ. ბევრი საკითხი განვიხილეთ“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ცნობისთვის,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში  ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

შეხვედრაზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....