ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, რათა პარლამენტმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს” – ჯეიმს აპატურაი

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, ნატოს გენერალურ მდივანთან ღარიბაშივილისა და ზალკანიანის ვიზიტი დროული იყო.

“დროულუ ვიზიტი იყო ღარიბაშვილისა და ზალკალიანის ნატოს მდივანთან. კონსტრუქციულუ დუალოგი შედგა.  როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდის კრიზისისა და რეფორმების უწყვეტი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის. პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, რათა პარლამენტმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

Timely visit today by Georgian Prime Minister Garibashvili, with FM Zalkaliani, to meet the Secretary General and the…

Posted by James Appathurai Official on ოთხშაბათი, 17 მარტი, 2021

 

იტვირთბა....