ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩასაშლელად საბაბის მოძებნა არ დაიწყოს” – ირაკლი კობახიძე

“დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები,” – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიასთან განმარტა,  შეხვედრაზე განიხილეს მთელი რიგი საკითხები და რაღაცებზე პოზიციები უკვე შეჯერებულია, თუმცა სხვა საკითხების განხილვა გრძელდება.

„იმედი გვაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში  ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

შეხვედრაზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....