ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული” – გიორგი ვაშაძე

“არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული,” – ამის შესახებ კრისტიან “სტარატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ მედიასთან აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ რთული იყო.

„ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს ამ კვირაში ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით. უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც, საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზეც, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უდნა იყოს კონკრეტული ტექსტი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

შეხვედრაზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....