უორენ ბაფეტმა, რომელიც ამერიკელი ბიზნესენი, ინვესტორი და მეცენატია, კარგად იცის რა არის საჭირო სიმდიდრისა და წარმატებისთვის. არც რჩევებს იშურებს მათთვის, ვისაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს.
წარმოგიდგენთ 9 რჩევას ბაფეტისგან, თუ რა არის საჭირო სიმდიდრისა და წარმატებისთვის.
- პირველ რიგში, საკუთარ თავში ჩადეთ ინვესტიცია
ეს საუკეთესო გზაა. ისწავლეთ და გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენს ნიჭს გააუმჯობესებს. მეტი სწავლა, ტრეინინგები და ნებისმიერი ქმედება, რაც ცოდნის ამაღლებაში დაგეხმარებათ-ინვესტიციაა.
- რაც შეიძლება მალე მოიშორეთ ცუდი ჩვევები
ჩვევები ან შეგქმნიან, ან-გაგანადგურებენ. „მე ვხედავ ჯანსაღი, სწორი ცხოვრების წესიდან ამოვარდნილ ადამიანებს, ისინი ნამდვილად მახეში არიან“- ამბობს ბაფეტი. „მთავარია დროზე დააღწიოთ თავი ამ ხაფანგს, სანამ დაიხურება ის“ – ამბობს ბაფეტი. სწორედ ამიტომ მოუწოდებს სტუდენტებს არ მიეჩვიონ ცუდ ჩვევებს და იზრუნონ ჯანსაღი, სწორი ჩვევების გამომუშავებაზე. „თქვენს ასაკში მავნე, ცუდი ჩვევების მოშორება უფრო ადვილია, ვიდრე-ჩემს ასაკში. რადგან ამ ჩვევების გაჯდომა დროზეა დამოკიდებული. მავნე ჩვევები მანამდე უნდა მოიშოროთ, სანამ მათი გატეხვა შეუძლებელი გახდება“ – ეუბნებოდა სტუდენტებს ბაფეტი.
თუმცა თუ თქვენ სტუდენტი აღარ ხართ, ნუ ჩაიქნევთ ხელს, მავნე ჩვევებთან ბრძოლა გვიანი არასდროს არის.
- იცოდეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები
იცოდეთ თქვენი ძლიერი მხარეები – რა გამოგდით საუკეთესოდ, რომ თავიდან აიცილოთ რისკები აკეთოთ ის, რაშიც სუსტი ხართ. „ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის ექსპერტი უნდა იყოთ, მაგრამ კარგად უნდა იცოდეთ რაშია თქვენი ძლიერი მხარე და სად ხართ სუსტი.“-ამბობს ბაფეტი
- ნუ გარისკავთ იმისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად რისკი ცუდია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ რისკისთვის სწორი მიზეზი გჭირდებათ. ბაფეტის თქმით, მას უნახავს როგორც ინდივიდუალური ადამიანები, ასევე ბიზნესები, რომლებსაც რისკის გამო წაუგიათ. მითუმეტეს ნუ გარისკავთ იმისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არაა. „ამ შემთხვევაში არც კი მაინტერესებს რისკის ფაქტორი რამდენია“-ამბობს ბაფეტი.
- იპოვეთ თქვენი საყვარელი საქმე
„შენ უნდა იპოვო და ისწავლო ისეთი საქმე, რომლის გამოც აღფრთოვანდები, საწოლიდან ადრე ადგები და არ შეგეძლება გამოტოვო არც ერთი მასთან დაკავშირებული დეტალი“-ამბობს ბაფეტი. იპოვო საყვარელი საქმე საუკეთესო გამოსავალია, ვიდრე აკეთო ის, რაც არ გაინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხელფასისთვის.
- იყავით იმ ადამიანების წრეში, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ
ბაფეტი ხშირად აღნიშნავს სწავლების, დარიგების და მასწავლებლის როლზე. ის ხშირად ახსენებს იმ ადამიანს, რომელმაც მის ცხოვრებაში მნიშვნლოვანი როლი ითამაშა. სტუდენტებსაც მოუწოდებს, დიდი დრო გაატარონ იმ ადამიანებთან, რომელთა ინტელექტი და ცოდნა მათზე მეტია და შესაბამისად, შეუძლიათ ბევრი ახალი რამ ისწავლონ.
- პირდაპირ შეხედეთ თქვენ შიშებს
არ მისცეთ უფლება შიშებს შეგაწყვეტინოთ იმის კეთება, რაც გაინტერსებთ და მითუმტეს, რაც წარმატებისთვის გჭირდებათ. ბაფეტი აღნიშნავს, რომ მას სახალხოდ გამოსვლის და აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგომის ეშინოდა. ამიტომ მან დეილ კარნეგის კურსი გაიარა, რომ გაეუმჯობესებინა მისი ეს სუსტი მხარე. ის ახლა ერთ-ერთი შთამბეჭდავი სპიკერია. თუ იცით რომ რაღაცის გეშინიათ, ან რაღაცაში სუსტი ხართ-სწორედ ის აკეთეთ და გააუმჯობესეთ! დაინახავათ რომ თანდათან ის, რისიც გეშინოდათ, თქვენთვის კომფორტული გახდება.
- თქვენი დრო ძვირფასი რესურსია. სწორად გამოიყენეთ.
ბილ გეითსი ერთხელ წერდა, რომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ბაფეტისგან მიუღია, არის მედგრად დაიცვას თავისი დრო. „მხოლოდ 24 საათია დღეში და ბაფეტმა ძალიან კარგად იცის ეს რას ნიშნავს. ის არ აძლევს თავს უფლებას კალენდარში უსარგებლო შეხვედრები ჩანიშნოს“. თუნდაც არ იყოთ მულტიმილიარდელი, ეს ჩვევა თქვენც აუცილებლად გჭირდებათ.
- არასდროს გაუშვათ ხელიდან კარგი შესაძლებლობები
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტის ცხოვრების სტილი და რჩევები კონსერვატიულობით გამოირჩევა, ის განსაკუთრებით მომხრეა როცა შესაძლებლობები წარმოიქმნება, ისინი ორივე ხელით მივიტაცოთ. „შესაძლებლობები ხელში უნდა ჩაიგდოთ“- აღნიშნავს ის. „აუცილებელია სწორად დანახვა ამ შესაძლებლობების და მათი გამოყენება, რადგან ცხოვრებაში ასობით შესაძლებლობა ნამდვილად არ მოდის“.