ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საუბრის შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება” – გიგა ბოკერია

“გრძელი და ძალიან რთული შეხვედრა, რომელიც მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდება,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს”  ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, – “ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება.”

„ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში ძალიან დიდია – ეს არის კარგი, მაგრამ შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

შეხვედრაზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....