ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიის სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად სცნო

იაპონიის ქალაქ საპოროში სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში ერთსქესიან პირთა ქორწინების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და ადამიანების უფლებებს არღვევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლომ საქმე ჰომოსექსუალი წყვილის სარჩელზე განიხილა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი უფლებები შეზღუდულია ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან შედარებით. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ არ შეუძლიათ სამოქალაქო ქორწინებაში ყოფნა.

ლგბტ თემის წარმომადგენლები მიესალმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა ეს გადაწყვეტილება პარლამენტისთვის არაა პირდაპირი ვალდებულება, რომ კანონმდებლობა შეცვალოს.

„დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებს შორის იაპონია უკანასკნელია, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ან პარტნიორობა სახელმწიფო დონეზე არაა აღიარებული.

იტვირთბა....