ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მძღოლების საყურადღებოდ: დღეიდან ახალი კანონი ამოქმედდა

ახალი ჯარიმების სისტემა დღეიდან ამოქმედდა. კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, ან/და მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, გამოიწვევს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლს დაემატება 11 ნაწილი. 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალი დამონტაჟებულია შს მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით (სპეციალური ნებართვის გარეშე), ხოლო 120-ე მუხლის 11 ნაწილი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში და 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობით იწვევს პასუხისმგებლობას – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით.

123-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი მიატოვებს შემთხვევის ადგილს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებს შემთხვევის ადგილიდან, ასეთ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 250 ლარის ოდენობით, ხოლო 123-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 123-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამასთან, კანონში შეტანილი ახალი ცვლილების მიხედვით, პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის (მაგ: ინვალიდი, ყრუ, ბავშვები…) დამაგრების წესების დარღვევით მოძრაობის შემთხვევა, ითვალისწინებს საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამასთან, პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....