„ჩვენ შეჩვეულები ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას. ეს მაგათი გაკეთებულია. ისინი ნიკა მელიასაც სიამოვნებით ესროდნენ, დარწმუნებული რომ იყვნენ იმაში, რომ ამას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება.”
გოგა ხაინდრავა – კინორეჟისორი
აღნიშნულით გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, დღეს ენმ-ის ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ “ნაცინალური მოძრაობის” ოფისზე მომხდარი თავდსახმის საფუძველზე გამოძება დაიწყო.