ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე თქვენ მოგიწოდებთ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკები გააგრძელოთ” – სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი განაახლოს, რომ საქართველო პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

“ნატო მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელიც ევროკავშირის  მხრიდან ხორციელდება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე თქვენ მოგიწოდებთ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკები გააგრძელოთ, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოთ.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი ვიზიტისათვის, თქვენს მიერ გამართული შეხვედრებისათვის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ჩვენ ამ პარტნიორობას ვაფასებ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფენციაზე.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

შეგახსნენებთ, რომ მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 6 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

 

 

იტვირთბა....