„ჩვენ შეჩვეულები ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას. ეს მაგათი გაკეთებულია. ისინი ნიკა მელიასაც სიამოვნებით ესროდნენ, დარწმუნებული რომ იყვნენ იმაში, რომ ამას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება”, – ამით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დადგმული პროვოკაციაა. მისივე განცხადებით, თავის დროზე ამ პარტიამ თავისივე ხელით დააზიანა მერაბიშვილის ბანერი და გაწირა გივი თარგამაძე. როგორც ხაინდრავა აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მსხვერპლშეწირვა პირველად არ ხდება“.
მაგათი გაკეთებულია, თვითდაზიანებასაც მიიყენებენ და რასაც გინდა ყველაფერს გააკეთებენ. ამათგან გასაკვირი აღარაფერია. ეს არის ბნელი ძალა, პოლიტიკური ტერორისტების თავყრილობაა, რომლისთვისაც არც ქვეყანა, არც მორალი, არც საზოგადოება, არაფერი არ არსებობს.
ეს არის რუსებზე მომუშავე პოლიტტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც პატრონი ჰყავს მოსკოვში ნარიშკინის სახით. მათი თანამზრახველები, მათი მეგობრები, ნინო ბურჯანაძე, ნათელაშვილი და გავრილოვის მთელი ფანჩატური. მოწინავე ჯგუფი მაინც „ნაციონალური მოძრაობაა“.
დღე არ გადის რაღაც არ გამოჩხრიკონ, სასაცილოც აღარ არის. ევროპა მთლიანობაში გვიყურებს, ცალკე „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ უყურებს, საქართველოს უყურებს და ასეთი უბედურება, რომ ხდება ქვეყანაში, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ ჰქვია რა შთაბეჭდილება რჩებათ მათ ჩვენს ქვეყანაზე.
მთელი მსოფლიო უკიჟინებს და ეუბნება მათ „დამშვიდდით, დაწყნარდით, მიეცით ამ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა“, მაგრამ არა ეს არის მაგათი დავალება. ამისთვის არიან შექმნილები და მათი ბელადი, რუსეთის კაგებეს ჯარის ეფრეიტორი სააკაშვილი თავის ოფიცერ ალასანიასთან ერთად.
დავალება აქვთ ასეთი, რომ არ მოასვენებენ ამ ქვეყანას. თავის დროზე მერაბიშვილის ბანერი ჰქონდათ გამოკრული და იმას მელანი ესროლეს თვითონ თავისი ხელით, იგივე ხდება ახლაც. მათი მხრიდან მსხვერპლშეწირვა პირველად ხდება. ადრე თარგამაძე გაწირეს, ახლა ეს უგუნური გამოკეტეს საკანში. იმისთვის, რომ იყვირონ თითქოს პოლიტიკური რეპრესიებია საქართველოში“, – განაცხადა ხაინდრავამ.