ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლე პენი არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა

ნაციონალური ფრონტი მარინ ლე პენის მეთაურობით რეგიონული არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. ინფორმაციას Euro News ავრცელებს.

ეგზიტპოლების მიხედვით, ლე პენი დამარცხდა მეორე ტურში, თუმცა მისი პარტიის პოპულარობა საფრანგეთში დრამატულად იზრდება.

„თუ 2010 წლის არჩევნებს  დღევანდელ შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ  ჩვენს პარტიას 5 წელიწადში 9.17% დან 30%-მდე გაეზარდა მხარდაჭერა. ნაციონალური ფრონტი ახლა ერთ-ერთი ლიდერი პარტიაა საფრანგეთში“. – უთხრა ლე პენმა მხარდამჭერებს.

შეგახსენებთ, ნაციონალურმა ფრონტმა რეგიონული არჩევნების პირველ ტურში 30.6% მიიღო.

იტვირთბა....