ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ეღირება ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ახალი მიკროავტობუსების საფასური 50 თეთრი იქნება. მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში პირველი აპრილიდან ჩაერთვებიან.

„პირველი აპრილიდან ახალი მიკროავტობუსები ერთვებიან გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფასო გადაჯდომის 90-წუთიან რეჟიმში მოექცევიან ასევე ახალი მიკროავტობუსები. მგზავრობის საფასური იქნება 50 თეთრი როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

იტვირთბა....