„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.
„ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს იარაღიდან ესროლეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ენმს“ პრესსამსახური სალომე სიგუა წერს და ნიკა მელიას ბანერის ფოტოს აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით გასროლა თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა. ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა.