ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გუშინდელი დღე გაფორმდა ოპოზიციის უფრო დამარცხებად, ვიდრე გამარჯვებად” – ხუხაშვილი

“ოპოზიცას არ ესმის მარტივი რამ, რომ ბრიუსელი უპირობოდ მხარე ვერ გახდება. რატომღაც ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელი გახდებოდა მხარე, უარყოფდა თავისივე სადამკვირვებლო ინსტიტუტების დასკვნას და ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს. არ შეიძლება ეს მომხდარიყო, ეს იყო ილუზია. შექმნეს მოლოდინები, რაც არ გამართლდა. გუშინდელი დღე გაფორმდა ოპოზიციის უფრო დამარცხებად, ვიდრე გამარჯვებად.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.

ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. 

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მასზე არაა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. 

იტვირთბა....