პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბრიუსელიდან გზავნილების შედეგებს მოკლე პერიოდში მივიღებთ.
“ბრიუსელიდან – ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილები მოლაპარაკების მიმდინარეობას შეცვლის.
ამ ყველაფერს მაფიქრებინებს ის, რომ რთული წარმოსადგენია იმაზე მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, რაც გუშინ ითქვა – ის, რომ არჩევნებმა ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება, ის, რომ ხარვეზები, რომლებიც ახლა გამოსწორების გზაზეა, შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. რაც შეეხება მითითებას ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამას წევრობა ვერც გააკეთებდა, თუმცა მათი გზავნილები ნათელი და ცალსახაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზებ ბორელმა, ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.