ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დღეს, 14:00 საათზე შეხვდება.
მოლაპრაკეებებში ჩართულია, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოშია და უშუალოდაა ჩართული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში.