aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია და ვიცი, რომ ამის თაობაზე მსჯელობა არის” – არეშიძე “მეტრონომთან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს და მთავრობის ყოფილი მეთაური მესამე ალტერნატიური ძალის ფორმირებას შეუდგეს. თუმცა, ეს მოსაზრება მხოლოდ საზოგადოებრივ წრეებში განიხილება და ოფიციალურად, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ გიორგი გახარია კვლავ პოლიტიკაში ვიხილოთ, თანაც, ოპოზიციურ ფლანგზე, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ? – ამ კითხვას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” პასუხობს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნება სრულიად შესაძლებელია, თუმცა, ამ ეტაპზე ადრეა ვისაუბროთ მისი მხრიდან ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე.

“გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია და ვიცი, რომ ამის თაობაზე მსჯელობა არის. არ მაქვს მასთან კონტაქტი, მაგრამ საზოგადოებაში რომ ამაზე მსჯელობა მიდის, ვხედავ. მესამე ძალად ჩამოყალიბება პოლიტიკოსების ნაბიჯებზეა დამოკიდებული, მაგრამ საზოგადოება აფასებს ეს მესამე ძალა არის თუ არა. რამის კატეგორიულად თქვა რთულია.

ერთი შეხედვით ოპოზიციის ქება-დიდება  გახარიას მისამართით იყო განსაზღვრული იმით, რომ მათ გაუხარდათ, გახარიას წასვლა. თვლიან, რომ იგი რთული დარტყმის იბიექტი იყო. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ჯგუფს, რომელიც ქმნის საინფორმაციო სივრცეს, არ ჰქონდათ გახარიაზე სერიოზული კომპრომატები, რომელიც საზოგადოების თვალში მას რამეს დააკლებდა. ფიქრობდნენ, რომ ღარიბაშვილზე ჰქონდა, რაც გამოაქვეყნეს კიდევაც. ოპოზიციის ინოფორმაციული ტვინისთვის ყოველთვის არის მომგებიანი ისეთი ფიგურა, რომელზეც კომპრომატები გაქვს”, – თქვა არეშიძემ.

“მეტრონომის” კითხვაზე, ამ შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ გიორგი გახარია “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ვიხილოთ ალიანსში, აღნიშნა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია რიგი მიზეზები გამო, კონკრეტულად:

“ეს გამორიცხულად მეჩვენება. საზოგადოების თვალში სხვადასხვა წონის ფიგურაა ორივე, – გახარია და ვაშაძე. რაც დრო გავა, უფრო დაკარგავს რეიტინგს გახარია, ხალხს მიავიწყდება უბრალოდ. გახარიამ უნდა დაიწყოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, არ ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებლად მესამე ძალა უნდა შექმნას ან რაიმე ძალა შექმნას საერთოდ, – ხალხის განწყობა უნდა დარჩეს, ან სტაბილურად შეუნარჩუნდეს, რაც ჰქონდა გახარიას წასვლის პირველ დღეებში. მესამე ძალა იქნება თუ არა, ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ალიანსი იყის ვინმესთან. იქ იყოს გახარია მეორე ან თანაბარი ვინმესთან. გახარია აუცილებლად მოინდომებს იყოს პირველი, მასთან ქვევით ვინ იქნება, ეს მეორე საკითხია. ვაშაძე თავისი ხასიათიდან გამომდინარე არ შეურიგდება იმას, რომ იგი შეიძლია იყოს თანაბარი პარტიორი  და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქვემოთ. ასე რომ, ეს ალიანსი შეუძლებლად მიმაჩნია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მეტრონომთან.”

ავტორი: თამარ შუკვანი

იტვირთბა....