ახალი ამბები მთავარი

გამოქვეყნდა NATO – ს 2020 წლის ანგარიში – რა პერსპექტივები აქვს საქართველოს

NATO – ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2020 წლის შეფასებაა და ასევე, მომავალი გეგმები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის ფარგლებში გრძელდება. თანამშრომლობა ახალ ინიციატივებსაც მოიცავს, სადაც თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის.

“გაგრძელდა პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის მომზადებას. არსებული ინიციატივების განხორციელების გარდა, ნატო-მ და საქართველომ ერთად იმუშავეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიზნით, გადააქციეს იგი უფრო ამბიციურ, უფრო თანმიმდევრულ, უფრო მიზანმიმართულ პაკეტად, რომელიც უკეთ ასახავს როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის პრიორიტეტებს. მთლიანობაში, განახლებული პაკეტი შეიცავს 16 ინიციატივას, სამით მეტს ვიდრე წინა. ახალი ინიციატივები მოიცავს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას, ინგლისური ენის უნარის განვითარებას, სტანდარტიზაციას და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მიმართ დახმარების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, უსაფრთხო კომუნიკაციების დამყარებას საქართველოსა და ნატოს შორის, სამხედრო ინჟინრების მომზადებას, საზღვაო და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული სიტუაციური ცოდნის გაუმჯობესებას”,-ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....