სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა.
აღმოჩენილი ხორცი განადგურებას ექვემდებარება. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხვედელობის დოკუმენტი.
“ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.
კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში