საქართველოს რაიონებისა და თბილისის უბნების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბათუმის, სამტრედიის, ქუთაისის, გორის მოსახლეობას. თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა დიდი დიღმის, საბურთალოს, ისნის, თემქისა და მუხიანის მაცხოვრებლებს. ელექტროენერგიის გათიშვის სავარაუდო მიზეზი, მასშტაბური ავარიაა.
როგორც კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოების გამო 17 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას; გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების და გრაფ შულენბურგის ქუჩის მოსახლეობას; გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე მანაგაძის ქუჩის მოსახლეობას;
საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს გორის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, იყალთოს, პანკისის, ტუსკიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, ქარელის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, გურამ ბზვანელის, სულხან ნასიძის, ლიხაურის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, იყალთოს მთის, იყალთოს გორის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, იყალთოს, პანკისის, ტუსკიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, ქარელის, პეტრე ქავთარაძის და ხვიჩიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), კრწანისის და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას; ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას;
დიდუბის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ლუბლიანას, ახმეტელის, ჯორჯ ბალანჩინის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბელიაშვილისქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორიაონის, ვარკეთილის ზედა პლატოს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და რომანოზ ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის, კოხრეიძის, რკინიგზის და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, დეპოს, კავთისხევის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, საყვირის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და მახინჯაურის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და გიორგი ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.