ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნმოზით, 17 მარტს ქუთაისში უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ. აქ დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსამდე დაიწევს.
ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი. ბათუმში დღის განმავლობაში სინოპტიკოსები +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

როგორც სინოპტიკოსების პროგნოზირებენ, ფოთში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +9 იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირედ ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი.

გორში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსამდე დაიწევს.  წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში იწვიმებს, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7-მდე დაიწევს.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. +15 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი. მოსალოდნელია ძლიერი ქარი. თბილისშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

იტვირთბა....