ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავენ მიზეზს, თუ რატომ შეიზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის ნაწილში.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....