“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, შესათანხმებელ დოკუმენტის შინაარსზე, რომელზეც მხარეები მედიატორთან ერთად მუშაობენ კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.
ამასტან, როგორც ვაშაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, – “ეს ბოლო ორი დღე აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა ამ შეთანხმებისა იყო “ქართული ოცნება”.
“დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო რეფორმას, შინაარსს ვერ გეუბნებით, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება. თუ ვინმე არღვევს შეთანხმებას, არღვევს ღარიბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პირდაპირ, 2024 წელს იქნება არჩევნები ყოველგვარი სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ეს არის ტყუილი, ეს არ არის სწორი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თქვენ თვითონ დაინახავთ, რომ ამ დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებს, მასთან მისასვლელ გზას. როგორი იქნება ეს გზა, რანაირად დავიწყებთ ამაზე მუშაობას, ეს კიდევ რამდენიმე დღის საგანია.
ეს ბოლო ორი დღე აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა ამ შეთანხმებისა იყო “ქართული ოცნება”. არის თუ არა დღეს, ამას ვნახავთ ჩვენ ხვალ, შეხვედრაზე. ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დოკუმენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიციების დაფიქსირება,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერში” სტუმრობისას.