“კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელშ მიმართვას ავრცელებს.
ჩარკვიანი აღნიშნულ მიმართვაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ამ კოვიდის დროს ხალხი გაღატაკებული და უსამსახუროდ დარჩენილია.
“სახელმწიფო არის ხალხი, სახელმწიფო არის ჯარი, სახელმწიფო არის ფული…
ხალხი გაღატაკებულია უსამსახუროდ დარჩენილი, გაჭირვებაში, სარჩოსაბადებლის ძებნაში და თან აუცრელი, ამ კოვიდის დროს!
ჯარი -პ -რეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა: “არ გვყავს და არც გვეყოლებაო”, ( პარტია “ გირჩმა” თქვა – ორივე ” გირჩმა”: ჯარიდან 40 ათასი კაცი გავათავისუფლეთ – ხმა მოგვეცით და კიდევ ასე ვიზამთო და თან არ დაგვავიწყდეს , რომ ეს შეთავაზება ოკუპირებული ტერიტორიებით საქართველოში ხდება)
ფული – ლარი რა დღეშია კი ხედავთ – როგორ არის გაუფასურებული!
ჰოდა სახელმწიფო ჰიმნზე ( ბევრი ავტორის რომ არის) დავდგეთ და ” ჩემი ხატია სამშობლო”ვიმღეროთ- “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” ვიმღეროთ ….
ერთი- სახელმწიფოს მიმტაცებელი, დამანგრეველი ,გამანადგურებელი ოლიგარქი ვერ გაგვიშვია!
გვახსოვდეს!
სახელმწიფო არის ხალხი, ჯარი და ფული! სამშობლო გვაქვს, სახელმწიფო მიტაცებულია! – ფაქტია” – წერს ჩარკვიანი.