ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უნდა მოიხსნას თუ არა ,,კომენდანტის საათი” – რას ამბობს ინფექციონისტი

,კომენდანტის საათის” დატოვებაში მე ლოგიკურ ახსნას ბოლომდე ვერ ვხედავ, – ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას თქმით, ,,კომენდანტის საათი” ზოგადი შეზღუდვების შემადგენელი ნაწილია და თუ სხვა შეზღუდვები მოიხსნება, მხოლოდ ,,კომენდანტის საათი”, ეფექტური ვერ იქნება.

,,კომენდანტის საათთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, ვთვლი, რომ ყველა შეზღუდვის მოხსნასთან ერთად ,,კომენდანტის საათიც” უნდა მოიხსნას უახლოეს პერიოდში. ,,კომენდანტის საათი” ამ შეზღუდვების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ის ვერ იქნება ეფექტური. თუ შეზღუდვები გვჭირდება, ეს უნდა იყოს კომბინირებული სხვა შეზღუდვებთან. შესაბამისად, ,,კომენდანტის საათის” დატოვებაში მე ლოგიკურ ახსნას ბოლომდე ვერ ვხედავ”, – განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

წყარო: Report.ge

იტვირთბა....