ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო წარმოადგენს დემოკრატიის პლატფორმას” -ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის პლატფორმას წარმოადგენს. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა  საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირიში გაწევრიანებისათვის განაცხადს შეიტანს.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ვალდებულებაზე და მის ვალდებულებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვსაუბრობთ სანდო დემოკრატიულ პარტნიორზე. საქართველო წარმოადგენს დემოკრატიის პლატფორმას პრობლემებით სავსე რეგიონში. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამ რთულ გზაზე წავიდეთ, მაგრამ ეს იქნება რეფორმების ფონზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ თავის ევროპულ მისწრაფებაში. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად იყო დასტური ევროკავშირის მხარდაჭერისა. ჩვენ ვაპირებთ 2024 წელს განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირის წევრობაზე და ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა.
პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....