ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ეგეოსის ზღვაში რუსულმა ხომალდმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა

რუსული საგუშაგო ხომალდის „სმეტლივის“ ეკიპაჟმა ეგეოსის ზღვაში თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ზომას ეკიპაჟმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მიმართა.

რუსული საგუშაგო ხომალდი ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, ბერძნული კუნძულიდან, ლემნოსიდან 22 კილომეტრში იმყოფებოდა.  ხომალდის მორიგეებმა დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით თურქული გემი შენიშნეს, რომელიც ღუზაზე მდგარ „სმეტლივის“ უახლოვდებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „სმეტლივის“ მხრიდან გაფრთხილების მრავალი ცდის მიუხედავად, თურქული ხომალდი რადიოკონტაქტზე არ გამოვიდა და არც სპეციალურ ვიზუალურ სიგნალებზე ჰქონია რეაქცია. „600 მეტრზე მოახლოებისას, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით „სმეტლივის“ ცეცხლის გახსნა მოუხდა – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში – ამის შემდეგ თურქულმა გემმა კურსი მკვეთრად იცვალა ისე, რომ რუს მეზღვაურებს კვლავ არ დაკონტაქტებია“.

ინცინდენტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს.

იტვირთბა....