გიორგი ვაშაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო თანამშრომლობასა და მომავალ არჩევნებში მათ გაერთიანებას პოლიტიოლოგი რამაზ საყვრელიძე ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. მისი აზრით, ეს გაერთიანება გახარიასთვის პლიუსის მომტანი ვერ იქნება, განსხვავებით ვაშაძისაგან, რომელიც „გახარიას რეიტინგს შეჰყვება“.
ინფორმაცია ვაშაძე-გახარიას შესაძლო ალიანსთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც გავრცელდა ცნობები სოციოლოგიურ კვლევაზე, რომლის მონაწილეებსაც სწორედ ამ გაერთიანების პერესპექტიულობასთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ. „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გავარმიამ თავის „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ მონაწილეობა მიიღო კვლევაში, სადაც ორგანიზაცია იკვლევდა „მესამე ცენტრის“ შემქნის შესაძლებლობას საქართველოში. გვარამიას თქმით, იგი გააოგნა კვლევაში დასმულმა კითხვამ – რა დამოკიდებულება ექნებოდა „სტრატეგია აღმაშენებელსა” და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
„ძალიან კარგია, თუ პოლიტიკოსები კვლევებს ეფუძნებიან და არა „მინდა“-ს დონეზე იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გახარიამაც უნდა გააკეთოს კვლევა, რადგან მხოლოდ ერთი მხარის სურვილი საკმარისი არ იქნება ერთობისთვის.
„მთავარი საკითხავი ამ ამბავში კი ის არის, თუ რატომ უჩნდება „სტრატეგია აღმაშენებელს“ ასეთი განზრახვა. ალბათ ვაშაძისთვის უკვე წამგებიანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან ზოგადად ოპოზიციასთან ყოფნა და სწორედ ამან გააოგნა ნიკა გვარამია.
„რაც შეეხება გახარიას, თუ მას მართლაც უნდა დაიკავოს მესამე ძალის ადგილი, ამ პროცესში „აღმაშენებლთან“ კავშირი მისთვის სრულიად წამგებიანი იქნება და მეეჭვება, რომ გახარიასთვის რაიმე პლიუსის მომტანი იყოს. ვაშაძისთვის კი პლიუსისი მომტანი იქნება, რადგან იგი გახარიას რეიტინგს შეჰყვება. ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკურ პრინციპებს მნიშვნელობა არ აქვს, მერე რა რომ სხვადასხვა პლატფორმაზე არიან“, – განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყარელიძემ.
წყარო: “რეზონანსი”