ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ფიქრობენ შაქარაშვილზე, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებს მისი დედა და ოჯახი”- საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი მკვლელობაში მსჯავრდებული არასწრულწლოვნების მიმართ სასჯელის გამოცხადებას ჟურნალისტებტან ეხმიანება.

პროკურორი მსჯავრდებულების ოჯახის წევრების უკმაყტოფილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

“რა თქმა უნდა, განაჩენიც კანონიერი და სამართლიანია. საინტერესოა ასევე, მსჯავრდებულების მხარის გამოსვლა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე ქუჩაში, სადაც ვნახეთ დემონსტრაცია პლაკატები და ა.შ. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი, პატარა ბიჭი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და მათი საახლობლო წრე ქუჩაში გამოდის, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ. ისინი არ ფიქრობენ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე, რომელიც ამ ქვეყანაზე აღარ არის და ვერასდროს დაიბრუნებს მისი დედა და ოჯახი მას. ყველა ის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულების ახლობლებიდან გაკეთდა, არის უსიამოვნო ფაქტი”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, ხოლო არასწრულწლოვან ბრალდებულებს – 14-14 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი საპატიმროში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

 

 

 

იტვირთბა....