ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ” – ექიმის მიმართვა

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ ასტრაზენეკას წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული “დარტყმა” პოლიტიკური მოტივაციით არის გაპირობებული. ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში. როგორც ჩანს, ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაიდება გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი “ანტიბრიტანული” ოპერაციის წინააღმდეგ.

ტყუილად არ დაიბეჭდა გასულ თვეში გერმანულ “ბილდში” სტატია სათაურით: “ძვირფასო ბრიტანელებო, ჩვენ თქვენი გვშურს!”. ბევრი საინტერესო “აღმოჩენის” მოწმენი გავხდებით. საოცარი უსინდისობაა, კრიმინალის რანგში აყვანილი, ადამიანების შიშისა და ნერვიულობის ხარჯზე პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გამოუძიებელი არ და ვერ დარჩება.

მანამ კი ასტრაზენეკათი უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი. გაირკვევა ორიოდე კვირაში ბევრი რამ. იმედია, საქართველოს ოფიციოზი შესაბამის მოქმედებებს განახორციელებს საზოგადოების დასამშვიდებლად და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ დროულად და უმტკივნეულოდ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა”, – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....