მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე პარტიის ქმნის.
პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ძალებიდან არც ერთს გააჩნია საზოგადოების საკმარისი ნდობა და კომპეტენცია, იწყებს კონსულტაციებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად.
მისი თქმით, ეს პარტია რომლის მთავარი იდეა იქნება “სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა.”
“დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.
ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა “ხალხისთვის” შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ,” — ამბობს ანა დოლიძე.