ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა”- შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის დედა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედა ნინო ქვრივიშვილი განაჩენის გამოცხადებამდე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.

როგორც მსჯავრდებულის დედა ამბობს, “ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა.”

როგორც ნინო ქვრივიშვილმა განაცხადა, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“არნაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება იყო. თითქმის მთელი ცხოვრებაა, ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა, რის გამო, არაფერი რომ არ ჩაუდენიათ იმის გამო?”- განაცხადა ქვრიშვილმა.

რამდენიმე წუთში, მცხეთის რაიონული სასამართლო მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის ზომას განსაზღვრავს.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

იტვირთბა....