aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა შემთხვევაში მოუწოდებს გია ხუხაშვილი ნიკა მელიას ციხიდან გამოსასვლელად გირაოს გადახდას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ მხარეები რიგგარეშე არჩევნებზე რაიმე ფორმულით შეთანხმდებიან, ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს და ამ გზით დატოვოს საპატიმრო.

როგორც ხუხაშვილი აფასებს, თუ ნიკა მელიას მიზანი რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმება იყო და თუ ეს შეთანხმება შედგა, მას შეუძლია, გირაო გადაიხადოს და გამოვიდეს.

“თუ რიგგარეშე არჩევნებზე რაღაც ფორმულით მხარეები შეთანხმდნენ, მოვუწოდებდი კიდეც მელიას, რომ გადაიხადოს გირაო. მესმის მისი პოლიტიკური დემარშის მიზანი და არ ვაკრიტიკებ. თუ მისი ამოცანა იყო, რომ რაღაც შეცვლილიყო ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები მიღწეულ იქნა, გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს, შედეგი ხომ მიღწეული იქნება.

ქუჩაში დარჩება ოპოზიცია თუ შევა, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

ანალიტიკოსი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტის დროს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც შეეხო. მისი შეფასებით, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებას ამ „ვირეშმაკობას“ მიუხვდა და გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენა გადაწყვიტა, რის შემდეგაც „ტრიუკების ტარება ძალიან რთულია“.

იტვირთბა....