რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტას” განცახდებით, შენობაში სადაც მათი რედაქცია მდებარეობს, გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება შეასხეს. ამის შესახებ BBC პუბლიკაციას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ორშაბათს, შენობის შესასვლელი, სადაც მათი რედაქციაც მდებარეობს, ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც “ნოვაია გაზეტა” აღნიშნავს, შენობაში სპეციფიკური სუნი დადგა, რომელიც, რედაქციაშიც იგრძნობოდა.
შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლები.
“ველით ქიმიკოსების დასკვნას ნივთიერების კონცენტრაციის და შემადგენლობის დასადგენად. ამის შემდეგ მოხდება შემთხვევის ზუსტი შეფასება. რაც მთავარია, არავინ დაშავებულა. მუშაობას ვაგრძელებთ. შესაბამისმა სამსახურებმა ევაკუაციის რეკომენდაცია არ მოგვცეს” — აცხადებს გამოცემის სპიკერი.
ინტერნეტში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელიც რედაქციის მიმდებარე შენობის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და სადაც ჩანს ადამიანი კურიერის ფორმაში, ველოსიპედით, რომლის უკანა ბორბლიდანაც გაზი გამოდის.
იხილეთ ვიდეო: