მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში გასამართლებული არასწრუწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელი გამოცხადდება.
სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც გაირკვევა, თუ რამდენწლიან სასჯელს მიუსჯის მოსამართლე ბიძინა სტურუა მსჯავრდებულ ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.
ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.