ახალი ამბები

“ციხიდან მისი გამოყვანა, არავინ გაბედოს” – გოგი თოფაძე

“სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ.”

გოგი თოფაძე – ბიზნესმენი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, სასამართლომ, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

იტვირთბა....