ახალი ამბები მთავარი

„რა გახდა მამალაძის შეწყალება? რა ოქროს ზოდები წაიღო?” – პარლამენტარი ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძეზე

პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე ლევან მამალაძის შეწყალების საკითხი წამოაყენა.

მისი თქმით, მამალაძე 19 წელია საქართველოში არყოფილა და ეს უკვე სასჯელია, იმის გამო, რომ “ამ დროის განმავლობაში მთელი ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას.”

„რა გახდა მამალაძის შეწყალება? ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია საქართველოში არ არის. ეს უვკე დასჯაა, იმისთვის, რომ ამ 19 წლის განმავლობაში მთელი ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია და არც ნათესავია და გული მტკივა, რომ ამ მხნის განმავლობაში ვერცერთხელ ვერ შეძლო ჩამოსვლა. რა გახდა? რა გააკეთა იმ კაცმა?  რა ოქროს ზოდები წაიღო? თუ მოპარული ჰქონდა ხომ გამოჩნდებოდა? გამაგებინეთ” – განაცხადა ინჯიამ.

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე, რომელსაც 17 წელი აქვს მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნება, შეწყალებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვს.

ლევან მამალაძემ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. მას ბრალი  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვაში ედება და 2006 წელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....