სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
“ოცნების პარტიის ლაქა ვიქტორ ჯაფარიძე!!! გაუნათლებელი, უინტელექტო და ცხოველთმოძულე არსება!!! ასეთი ქალამანა ფოსტალას განვითარების პიროვნება პარლამენტიდან როგორ უნდა ესაუბრებდეს და მოძღვრავდეს (პლუს პროვინციული აქცენტით) მისი ბეცი და არაჰუმანური შეხედულებებით ხალხს??? თურმე ძაღლის დანიშნულება ადამიანის კბენა ყოფილა და მოვაშოროთ საერთოდ ქვეყნიდან უპატრონო ძაღლები რომ გაქსუებული ვიქტორა არ შეწუხდეს. თვითონ მაინც შავი ჯიპით დაგორავს და მეზობელ მაყვალას ძაღლმა არ უკბინოს იმაზე დარდობს? სამარცხვინო!! Shame on!!!” – წერს მომღერალი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში დეცენტალიზაციის სტრატეგიის განხილვისას ძაღლების თავშესაფრებზე საუბრისას განაცხადა:
“შარშან 30 თუ რაღაც (ძაღლი) მოაგროვეს, გვეგონა, რომ თავშესაფარში მიჰყავდათ. შესაბამისი თანხა გამოართვეს (მესტიის მუნიციპალიტეტს) და რამდენიმე დღის შემდეგ დააბრუნეს უკან. რატოა ეგრე, კაცო?! მაშინ, გავაკეთოთ ისეთი თავშესაფარი, სადაც დაიტოვებენ იმ ძაღლებს… თორემ, ძაღლების უფლებებს კი ვიცავთ, მაგრამ მოქალაქეების უფლებებს ვეღარ ვიცავთ. დაკბინეს ძაღლებმა ადამიანები!.. მაშინ ამიხსენით, რისთვისაა ეს თავშესაფრები კარგი?! აცრას გაუკეთებთ ერთხელ და დამთავრდა. პრობლემის მოგვარების გზა ეგ არ არის. არ მგონია”.