შუშანა ბებოს, რომელიც წარმოშობით შიდა ქართლიდანაა და აგვისტოს ომის დროს მისი საცხოვრებელი სახლი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. Tik-Tok-ზე მისი ვიდეობი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შუშანა ბებო “ფორმულასთან” აგვისტოს ომის შემდგომ სირთულეებზე ჰყვება.
„ძალიან კარგი სოფელი გვქონდა, კარგი სახლ-კარი. აგვისტოს ომის შემდეგ ყველაფერი დარჩა იქით. ზედ რაც გვეცვა, მხოლოდ იმით გამოვიქეცით.
იმ საღამოს ამოვიდნენ ჩემი შვილიშვილები, ორი „ვილისით“, დატვირთული პროდუქტებით, იქ უნდა დაესვენათ, მაგრამ იმ საღამოს დარეკეს ასეთი ამბავი იწყებაო. იმ საღამოსვე წამოვედით, მხოლოდ ტანსაცმლით. ყველაფერი იქ დავტოვეთ.
ჩემს ნაკვეთებს, ჩემს სახლ-კარს რუსები ხმარობენ ახლა. 3-4 გარდირობი მედგა ყველა ოთახში. როგორც უნდა ისე არიან ახლა [რუსები].
ძალიან დავიჩაგრე. მაგ მომენტში სიცოცხლე არ მინდოდა“, – ამბობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში შუშანა ბებო.