ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მელაძე და ჩიხლაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებენ” – ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე

ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე პროკურატურაში მისვლას გამოკითხვაზე არ აპირებენ, ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს მათი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემისთვისაც, მისი განცხადებით მზად არიან.

“ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას და გამოკითხვაში მონაწილეობას მათ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემ მიერ.

სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ.”

შეგახსენებთ, დაახლოებით ათი დღის წინ ნოდარ მელაძემ საკუთარ საავტორო გადაცემისთვის მაკა ჩიხლაძესთან ერთად საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა წყაროსგან მიწოდებული აუდიოჩანაწერებით. სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი უფროსის ანზორ ჩუბინიძისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის საუბარი ისმოდა.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არა აუდიოჩანაწერის შინაარსზე, არამედ მისი უკანონოდ მოპოვების გამო.

იტვირთბა....