ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ქონება დაუტოვა შვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა – ჩოგბურთელის ადვოკატის განცხადება

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველის, ირმა ჭკადუას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცნობილი ჩობურთელის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ადვოკატმა დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც დეტალურად ისაუბრა იმ ქონებაზე, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა. ადვოკატმა „იმედის დღეში” ასევე, ისაუბრა კიდევ ერთ ძვირადღირებულ ქონებაზე, რომელიც ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს დამატებით გადასცა საჩუქრად. რაც შეეხება იმ ბრალდებას, თითქოს ჩოგბურთელი 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, ადვოკატმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია.

“მინდა გამოვეხმაურო იმ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს, რომელსაც არასამთავრობოები ავრცელებენ. თურმე ბინას ართმევს ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ შვილს, არ უხდის ალიმენტს. პირადი სივრცე გახადეს საზოგადოების განსჯის საგანი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მამა-შვილის ურთიერთობა გააცივონ. რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს განცდა, რომ მამა ოდესღაც ასე ექცეოდა? მე როგორც მისი უფლებადამცველი, იძულებული გავხდი ვისაუბრო.

ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა, საჯაროდ დაწერეს, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს ართმევს ბინას. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2018 წლიდან არ ცხოვრობენ ერთად. ნელი დოროყაშვილმა განქორწინებამდე დაიწყო ქონებრივი სასამართლო დავა. ვინაიდან ნიკოლოზმა თქვა, მას არ სურს შვილთან ქონებრივ დავაში შესვლა, ამიტომ შედგა მორიგების აქტი. ყველა ქონება გადავიდა ნელი დოროყაშვილის სახელზე, დაახლოებით 3 მლნ ლარზეა საუბარი.

მან მეუღლეს დატოვა სახლი ჭავჭავაძე, ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ხელით აშენებული, თავისი დამხმარე ნაგებობებით, ავეჯით, პარკინგით, სწორედ ეს სახლი გადაუფორმა ქალბატონ ნელი დოროყაშვილს, რასაც ადასტურებს ამონაწერი.

ასევე ცოლს მისცა ძვირადღირებული ავტომობილი, გოგებაშვილზე გადაუფორმა კომერციული ფართი, რომლის ღირებულებაც 300 ათას ლარზე მეტია და გაქირავებულია ათწლიანი იჯარით, საიდანაც ყოველთვიურად რამდენიმე ათასლარიანი შემოსავალი აქვს.

გარდა ამისა, ამ მორიგების აქტში ეწერა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა გადაეხადა 100 000 დოლარი, 15 ათასი გადაიხადა ივნისში, დანარჩენი 85 ათასი დეკემბერში. რაც შეეხება ალიმენტს, ვინაიდან ეს მოლაპარაკება იყო, რომ მას ჰქონდა შემოსავალი და ერთჯერადი კომპენსაცია გადაუხადა, ალიმენტს არ ითხოვდა ნელი დოროყაშვილი. ამის მიუხედავად ნიკოლოზ ბასილაშვილს გასული წლის თებერვლიდან, დეკემბრის ჩათვლით ჩარიცხული აქვს 7500 ლარი.

ეს ჭავჭავაძის და გოგებაშვილის ბინა უკვე მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაა.

ჩვენ ვიცით, რომ ნიკოლოზი ძირითადად არის საზღვარგარეთ და მას უქმნიდნენ ბავშვთან კომუნიკაციის პრობლემას. ამიტომ მან თქვა, დამატებით ერთ ბინას გაჩუქებთ, ოღონდ ნუ შემიქმნით ბავშვთან პრობლემასო.

შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება, მაგრამ ქალბატონმა ნელიმ დაარღვია პირობა და უჩივლა დედამთილს. ამიტომ ბატონმა ნიკოლოზმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს ბინა არის დაკეტილი ქობულეთის ქუჩაზე, თქვა, რომ 18 წლის ასაკში შვილს აჩუქებს. ასევე თქვა, რომ თანახმაა ბინა გაქირავდეს და ლუკასის ანგარიშზე შეიტანონ ბინის ქირა. ალიმენტზე სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს.

6 შემაკავებელი ორდერი არ გახლავთ ნიკოლოზის მიმართ გამოწერილი. ერთი ნელიზე და ერთი ბავშვზე, გამოწერილია ნიკოლოზის მიმართ, ხოლო ორ-ორი შემაკავებელი ორდერი ნიკოლოზის მშობლებზეა გამოწერილი. კაციჭამიების ოჯახი გამოიყვანეს ეს ოჯახი. ნიკოლოზისთვის ლუკასი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ოჯახში“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, ჩოგბურთელის ყოფიული მეუღლის ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ალიმენტი არ გადაუხდია წელიწადნახევარია, შვილს სახლს ართმევს.

იტვირთბა....