ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის  ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, თავდაპირველი ანალიზის შედეგად არ დადგენილა, რომ ახალი ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ან უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა, ვირუსის დღემდე აღმოჩენილი ვარიანტები.

ცნობისთვის, საფრანგეთში ოფიციალურად 4 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ვირუსს 90 762 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....