ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“აბრეშუმის გზით” ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დრო 5-ჯერ მცირდება“

“აბრეშუმის რკინიგზა” ოფიციალურად გაიხსნა-საქართველოში ჩინეთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა. “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას “თბილისი ცენტრალში”, სადაც ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანზიტული მატარებელი შემოვიდა. ღარიბაშვილის თქმით, ეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა.

“დღეს მართლაც ისტორიული დღეა. აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს გაივლის პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს. “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში “აბრეშუმის გზა” იყო ყველაზე მნიშვნელვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას”, – განაცხადა პრემიერმა.

“აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ 40 დღე. – ამბობს ღარიბაშვილი – ხოლო “აბრეშუმის გზა” ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ვაწარმოოთ ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაიგზავნოს”.

მატარებელმა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი გამოიარა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. ეს პირველი ტრანზიტული ტვირთია, რომელიც აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა.

იტვირთბა....