“ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით, ჩვენ შევძლებთ ეს უთანხმოება ამოვწუროთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია.“
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩარჩო შეთანხმება 1-ელ მარტს გაფორმდა.