ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით” – ნანა გეგეჭკორის მიმართვა

,,ბოლო დღეები, თქვენ მე მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით? მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ, აუცილებლად ავიცრებოდი იმ ვაქცინით რაც იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს იქნებოდა აღიარებული ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ”, – ამის შესახდებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს და მამით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

როგორც ექიმი წერს, ის რომ სამშობლოში იყოს, აუცილებლად აიცრებოდა იმ ვაქცინით, რაც ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ იქნებოდა აღიარებული. ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს, აღნიშნული პოსტის გამო ნუ დაწყევლიან, რადგან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ამავდროულად, წერს, რომ პროპაგანდას არ ეწევა. ამასთან, ექიმი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის რისკები კოვიდით მიყენებულ ზიანს ვერ შეედრება.

“P.S. ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით. მე არაფერს გაძალებთ და არც რაიმე ტიპის პროპაგანდას ვეწევი. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკვშირებით. მითუმეტეს, როცა ეს აზრი გამყარებულია მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნით და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. ვაქცინაცია სავალდებულო არაა და თქვენ გაქვთ არჩევანი.

საკმარისად ტრაგიკული იყო პანდემიური წელი ჩემთვის, როგორც ექიმისთვის. სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა. ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.

იტვირთბა....