ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაიწყება თუ არა ვაქცინაცია ბავშვებშიც – რას ამბობს პედიატრი

პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა, რომ კოვიდვაქცინაცია შესაძლოა ბავშვებშიც დაიწყოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. ამასთან პედიატრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ენდონ სახელმწიფოს მიერ პრეკვალიფიცირებულ და მოძიებულ ვაქცინებს.

“ამერიკის პედიატრიის აკადემიამ გააკეთა განაცხადი, რომ ვაქცინაციაზე კვლევისას ბავშვთა ასაკი 7- წლამდე დაწიოს, აქამდე კვლევები 12 წლიდან იყო რეკომენდირებული. იგივე იყო გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით, არ ვაკეთებდით 3-წლამდე, დღეს კი 6 თვიდანაა რეკომენდირებული. ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით, ბავშვთა პოპულაციაში ეს ვაქცინა ავტორიზაციასა და პრეკვალიფიკაციას გაივლის და ბავშვებშიც გამოიყენებენ, რადგან აცრა არის უსაფრთხო.

იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ მოქალაქეები წავიდნენ და სხვა ქვეყანაში გაიკეთონ აცრა. მეტ-ნაკლები გამოცდილება ვაქცინაციის საკითხებში მაქვს და რაც ექიმად ვმუშაობ საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა მაღალი ხარისხის ვაქცინა.

სხვადასხვა ტიპის ვაქცინები იქნება და ადამიანს შეუძლია თავად აირჩიოს, თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველა ვაქცინა იქნება ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუ დაგვრთავენ ნებას, რომ 6 წლის ზევით ბავშვები ავცრათ, აქამდე „მოდერნაზე“ იყო საუბარი ამ ვაქცინას გამოვიყენებთ. მოსახლეობის მასობრივი მოცვაა საჭირო და ბავშვები დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 32%-ს წარმოადგენენ. პანდემიის დასრულება ჩვენი გამოწვევაა და ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ვირუსს უფრო ადვილად დავამარცხებთ“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

 

იტვირთბა....