“არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა”, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უკავშირდება თუ არა საჯაროდ აცრის არ გაკეთება იმას, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექიმების აცრა პრიორიტეტია და ამიტომ საკუთარი ვაქცინა უნდა დავუთმოთ ექიმებს და პირველ რიგში ისინი უნდა აიცრან.
“მომავალშიც შემოვა საქართველოში ვაქცინები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელთანაც შეიძლება არსებობდეს კითხვები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ან სხვა საჯარო მოხელემ საჯაროდ გაიკეთეოს. აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა.”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა “დღის კურიერში” განაცხადა.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა. ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.