ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

YouTube – მა ვაქცინასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის შემცველი 30 000 -მდე ვიდეო წაშალა

YouTube – მა 30 000 – მდე ყალბი ინფორმაციის შემცველი ვიდეო წაშალა გვერდიდან, რომელიც ვაქცინის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა და  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გავრცელებულ ოფიციალურ კვლევებს ეწინააღმდეგებოდა. გასულ წელს კი წაშლილი ვიდეობის რიცხვი თითქმის 800 000 არის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წაშლილი მასალები არა მხოლოდ ვაქცინის შესახებ მცდარ ინფორმაციას მოიცავდა, არამედ ვირუსის შესახებაც ავრცელებდა ყალბ ცნობებს.

ვიდეოებში გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც ერთის მხრივ კონსპირაციულ თეორიებს ეხებოდა, თითქოს ვაქცინის მეშვეობით ჩიპი შეყავდათ. ასევე ვრცელდებოდა დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა ადამიანის სიკვდილს იწვევდა ან სერიოზულ ჯანმრთელობის დაზიანებებს.

მიუხედავად მსგავსი ინფორმაციების დაბლოკვისა და მკაცრი კონტროლისა, მაინც დიდი ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ YouTube – ზე, არამედ სხვა პლატფორმებზეც დეზინფორმაციის გავრცელებას, რათა არ მოხდეს ყალბი ინფორმაციის ფართო მასებში გავრცელება.

 

იტვირთბა....