aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16-17 მარტს საქართველოში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24 გრადუსამდე გათბება, ხოლო 16-17 მარტს ტემპერატურა იქნება 15-დან 19 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, დაბლობში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.

მათივე ინფორმაციით, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

„მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....